შალვა პაპუაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ პატარა პარტიებმა მკაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ცდილობენ, იპარაზიტონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებზე, საბოლოო ჯამში, ღამურის პოზიციაში არიან
შალვა პაპუაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ პატარა პარტიებმა მკაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ცდილობენ, იპარაზიტონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებზე, საბოლოო ჯამში, ღამურის პოზიციაში არიან

ნაცვლად იმისა, რომ პატარა პარტიებმა მკაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ცდილობენ, იპარაზიტონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებზე, ფიქრობენ, რომ რადგან იქ არის კონსოლიდირებული ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა, იქნებ იქიდან წამოიღონ ხმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქათველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ყოველ ჯერზე უშვებენ ამ შეცდომას.

„საბოლოო ჯამში, არიან გარკვეულწილად ღამურის პოზიციაში, კარგავენ თავიანთ ამომრჩეველსაც და ვერც ახალ ამომრჩეველს იღებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.