შალვა პაპუაშვილი - „ნაცურ“ იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განახლებაო და ყველაზე „ურნაცების“ დამატება თუ დაბრუნება დაიწყეს თავიანთ პარტიაში, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ არ არის საშველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაცურ“ იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ.
„მხოლოდ ამ პარტიას არ ეხება, ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, იქნება ეს „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ თუ სხვა, ვინც „ნაცურ“ იდეოლოგიაზე დგანან, ერთადერთ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ. შინაგანადაც ბედნიერები მაშინ არიან და ასხივებენ ამ ბედნიერებას. ტაშს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც იღებენ საკუთარი ქცევიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.