შალვა პაპუაშვილი - „ნაცმოძრაობა“ - პირდაპირ და სხვები ფარულად ამბობენ, სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედება უნდა გაგრძელდესო, სინამდვილეში, ერთიანი თამაშია, ნიადაგს ამზადებენ სააკაშვილის შესაწყალებლად
შალვა პაპუაშვილი - „ნაცმოძრაობა“ - პირდაპირ და სხვები ფარულად ამბობენ, სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედება უნდა გაგრძელდესო, სინამდვილეში, ერთიანი თამაშია, ნიადაგს ამზადებენ სააკაშვილის შესაწყალებლად

„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს და სხვები – ფარულად, სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედება უნდა გაგრძელდესო. სინამდვილეში, ეს ზემოქმედება არ არის, ეს ერთიანი თამაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს.

„ვფიქრობ, ისინი ნიადაგს ამზადებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს როგორც „ნაცმოძრაობის“ განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება, მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მზადდება ნიადაგი, რომ ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და, საერთო ჯამში, კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.