შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოკავშირედ გაიხადა პანდემია და პანდემიამ მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოკავშირედ გაიხადა პანდემია და პანდემიამ მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“

ვხედავთ, რომ წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ვირუსი მძვინვარებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და ვხედავთ ფაზებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ პანდემიასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მათი მთავარი ხაზი და დღის წესრიგი არის ყოველთვის საწინააღმდეგოს საუბარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანაა.

როდესაც ღია არის, მაშინ დახურვას ითხოვენ, როცა დახურულია მაშინ ითხოვენ გახსნას, ხან ეკონომიკაზე საუბრობენ, ხან ჯანმრთელობაზე. მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ შემთხვევაში არის შფოთის შეტანა ამ სიტუაციაში, საზოგადოებაში დაუცველობის განცდის გაღვივება. ეს არის სამწუხარო, რომ მათ მოკავშირედ გაიხადეს პანდემია და პანდემიამ მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“. მათ შორის, როცა საუბარი არის ექიმებზე, როცა საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართული არიან უშუალოდ ამ პანდემიის მართვაში, ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის უმადურობა ამ ადამიანების მიმართ, ჩვენი ექიმების მიმართ გამოხატული უმადურობა და ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა. მეორე მხრივ, ესეც არის სწორედ ის, რომ იყოს საზოგადოებაში დაუცველობის განცდის გაღვივება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.