შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია ჰიბრიდული ომი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად, მათ ჰყავთ სხვადასხვა სპიკერები, ეს როლი განსაკუთრებით მორგებული აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია ჰიბრიდული ომი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად, მათ ჰყავთ სხვადასხვა სპიკერები, ეს როლი განსაკუთრებით მორგებული აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პირდაპირ უტევს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს.

„ვაკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რა არის, ეს არის ჰიბრიდული ომი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად. მათ ჰყავთ სხვადასხვა სპიკერები, ზოგი პირდაპირ უტევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს როლი განსაკუთრებით აქვს მორგებული „ლეიბორისტულ პარტიას“, ელჩი არ დარჩა რომ არ ყოფილიყო მისი არათუ კრიტიკის, არამედ აგრესიის ობიექტი – ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიის. ყველა არის მისი თავდასხმის ობიექტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის ელჩის შესახებ დაწერა. მისი თქმით, „ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი“.

დატოვე კომენტარი