შალვა ნათელაშვილი - ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი
შალვა ნათელაშვილი - ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი

​მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად კელი დეგნანთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი, სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.

შალვა ნათელაშვილი ამ განცხადებით ნიკა მელიას საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა. „ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი