შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია ეიჯიზმი, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს ნაკლები ეთქმის, ჩარეცხეს, ფაქტობრივად, ასაკოვანი ადამიანები
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია ეიჯიზმი, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს ნაკლები ეთქმის, ჩარეცხეს, ფაქტობრივად, ასაკოვანი ადამიანები

„ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეიჯიზმიც, თითქოს რომელიღაცა ასაკის ადამიანს – მეტი, რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ასაკოვანი ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ, ჩარეცხეს, ფაქტობრივად, ეს იყო ეიჯიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა, ეს არის დემოკრატია.

„დღეს არის ეიჯიზმის მცდელობა, თითქოს რომელიღაცა ასაკის ადამიანს – მეტი და რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ასაკოვანი ადამიანის მიმართ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც ჰქონდა, ჩარეცხეს, ფაქტობრივად, ეს იყო ეიჯიზმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც თურმე მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე  – სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, ეს არის დემოკრატია.

200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ, ეიჯისტური თუ ფაშისტური?! მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო, სათქმელი ან ხაზგასასმელი ასაკი კი არ არის, მთავარია შინაარსი. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება და ზოგი ახალგაზრდა – ასაკოვანად, ფორმა ხომ არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.