შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს, სამხედრო აღლუმს, ასევე აღლუმზე მოწვეულები იყვნენ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს, სამხედრო აღლუმს, ასევე აღლუმზე მოწვეულები იყვნენ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“

აღლუმი გახლავთ ოფიციალური ღონისძიება, რომელზეც მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები და კონსტიტუციური ორგანოები, ასეც არის ყოველ ჯერზე. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებს, მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ განმართა, რატომ არ იმყოფებოდა ღონისძიებაზე.

„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, „ქართული ოცნება“ საკუთარი საპარლამენტო თუ მთავრობიდან წარმომადგენლების სახით იყო წარმოდგენილი. ამ აღლუმზე, რომელიც გახლავთ სიმბოლო და ცერემონია სახელმწიფო მნიშვნელობის, მოწვეული იყვნენ საპარლამენტო ფრაქციის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და ბოიკოტი გამოუცხადეს. „ნაციონალური მოძრაობა“, წლებია, ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს, სამხედრო აღლუმს და ასევე „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისინიც მოწვეული იყვნენ აღლუმზე. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ქართულ ჯარს, არ მივიდნენ აღლუმზე, ნაცვლად ამისა, ვნახეთ ჩვენ „ლელოს“ წარმომადგენლები აქციით და ევროკავშირის დროშაზე აჟიტირებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.