შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც ვერ ჩამოყალიბდა, უნდა თუ არა პარლამენტში სრულფასოვანი შემოსვლა, აბნეული არიან
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც ვერ ჩამოყალიბდა, უნდა თუ არა პარლამენტში სრულფასოვანი შემოსვლა, აბნეული არიან

„ნაციონალური მოძრაობის” მარგინალიზება ხდება, პარლამენტის წინ გაშლილი კარვები ამას გვაჩვენებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავად ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში შესვლა.

„პარტია პარლამენტში ნახევრად შემოსულია, თავადაც ვერ ჩამოყალიბდა, უნდა თუ არა პარლამენტში სრულფასოვანი შემოსვლა და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, კარვებს არ შლიან. ისინი ისეთ გზას დაადგნენ, რომელსაც აქვს ცუდი და უარესი გამოსავალი. ცუდი იყო ის, რომ შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ, უარესი იყო – არ შემოსულიყვნენ. აბნეული არიან სრულად და აქედან გამომდინარე, არიან მარგინალიზებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.