შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია, მათგან გასაკვირი არაფერია
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია, მათგან გასაკვირი არაფერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციაა.

„ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროს კი არიან მორალურ და ფიზიკურ ძალადობაზე დაფუძნებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გასაკვირი არაფერია.

„მათ ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობა როცა არ აქვთ, სოციალური მედიით მორალურ ძალადობაზე გადადიან. სხვანაირი მოქმედება, გარდა იმისა, რომ მორალური და ფიზიკური ძალადობით სხვებს საკუთარი აზრი მოახვიონ, არც არასდროს უკეთებიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას.