შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, ეს ტვირთი მოიცილონ
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, ეს ტვირთი მოიცილონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, ეს ტვირთი მოიცილონ.

„გარკვეულწილად, ამ ტვირთის მოცილების პროცესი იწყება. ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც საუბრობდა იმაზე, რომ როგორც ჩანს, ბევრისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილი ტვირთია გამხდარი და ხდება მისი, როგორც ტვირთის მოცილება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მკაფიოა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას პრიორიტეტები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.