შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნები არ აინტერესებს და მისი მიზანია ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების განხორციელება
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნები არ აინტერესებს და მისი მიზანია ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების განხორციელება

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნები არ აინტერესებს და მისი მიზანია ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების განხორციელება.

ჟურნალისტებთან საუბარში შალვა პაპუაშვილი დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციას საარჩევნო პროგრამაც კი არ ჰქონდა და ცდილობდნენ, რომ დესტრუქციული ქმედებებით რამენაირად არჩევნების გვერდის გავლით რაღაცისთვის მიეღწიათ.

„მოსახლეობა მათ ხელისუფლების მანდატის მიცემაზე უარს ეუბნება. ამას „ნაციონალური მოძრაობაც“ შეჩვეულია. მათი მიზანია, არეულობა. ეს იყო სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზანი იყო სიტუაციის არევა. ისინი არც ყარყოფენ, რომ მათი მიზანია, ხელისუფლების დელეგიტიმაცია და ხელისუფლების ხელში ჩაგდება ისე, რომ მათ ხელში ხალხის მხრიდან მანდატი არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.