შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე სიკეთე თუ სურს ქვეყნისთვის, ერთადერთი მანიფესტი, რასაც ხელი უნდა მოაწერონ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე სიკეთე თუ სურს ქვეყნისთვის, ერთადერთი მანიფესტი, რასაც ხელი უნდა მოაწერონ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა

„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ უნდა რამე სიკეთე უნდა ამ ქვეყანას და საკუთარ მხარდამჭერებს გაუკეთონ, ერთადერთი მანიფესტი, რასაც მათ ხელი უნდა მოაწერონ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი სიკეთე, რაც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს, არის ის, რომ დაიშალოს.

„სხვა დანარჩენი მათ 20 წლის განმავლობაში, ბოროტების, ზიზღის, ბოღმის, წამების, ადამიანის ღირსების აყრის გარდა, არაფერი მოუტანიათ ამ ქვეყნისთვის. 20 წელია, ემტერებიან საქართველოს და შექმნილი აქვთ ანტიქართული პლატფორმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ დამატებითი ბერკეტები და ძალადობდნენ სახელისუფლებო ბოროტებით, ახლა არიან ოპოზიციაშია და ძალადობენ სიტყვიერად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.