შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საქმე საერთოდ არ უკეთებია, მათი დღის წესრიგი იყო დესტრუქცია, ქვეყნის ჯანჯღარი
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საქმე საერთოდ არ უკეთებია, მათი დღის წესრიგი იყო დესტრუქცია, ქვეყნის ჯანჯღარი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ საქმის კეთება უნდათ. მათ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში საქმე საერთოდ არ უკეთებიათ და მათი დღის წესრიგი იყო დესტრუქცია, ქვეყნის ჯანჯღარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აპირებს, იგივე დღის წესრიგი გააგრძელოს.

„ასე რომ, ვნახოთ, მათი გადასაწყვეტია – აქვთ მანდატი, არიან პარლამენტის წევრები, აქვთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც აქვს პარლამენტის წევრს, გარდა იმ ინსტრუმენტებისა, რომელიც გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით, ისინი ამით ვერ ისარგებლებენ. მათ პირველ რიგში 19 აპრილის შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი, ვინაიდან სწორედ ის არის საფუძველი, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმაზე. ამიტომ ვამბობ, რომ მათ უნდა დაადასტურონ თავისი მზაობა ხელმოწერით, თავისთავად ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.