შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არჩევნების გზით მოსახლეობისგან მანდატის მიღება, მათ აინტერესებთ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არჩევნების გზით მოსახლეობისგან მანდატის მიღება, მათ აინტერესებთ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აინტერესებს და არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და უკვე ნანახი სცენარისთვის ემზადება.

„ერთადერთი, რასაც ვხედავთ, არის ძალაუფლების დაბრუნებისთვის უკვე მერამდენე წრეზე წასვლის სურვილი, ოღონდ ისე, რომ ისინი ამას საქართველოს მოსახლეობას არ ეკითხებიან და არ აინტერესებთ, არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობისგან მანდატის მიღება. მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არანაირი ინტერესი არ აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, არის მცდელობა იმისა, რომ მაღლა აწიონ პოლიტიკური ტემპერატურა. ეს ადამიანები არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის. ვფიქრობთ, იქნება იგივე სცენარი, რაც ჩვენ 1-ელ ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიხილეთ. სინამდვილეში, მათ აინტერესებთ არა მოსახლეობის არჩევანი, არამედ საკუთარი ძალაუფლება. ისინი არ ემზადებიან არჩევნების დღისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.