შალვა პაპუაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გლოვობს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ 
შალვა პაპუაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გლოვობს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებასა და ოჯახებში დაბრუნებას უსურვებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახების წევრებთან და ახლობლებთან ერთად, ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით,  სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.