შალვა პაპუაშვილი - „მთის ამბებმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სტიქიის შედეგის მიზეზი იყო ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ძველი კალაპოტი 1960-იან წლებშია შეცვლილი და მას შემდეგ არსებულ კალაპოტში მოედინება
შალვა პაპუაშვილი - „მთის ამბებმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სტიქიის შედეგის მიზეზი იყო ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ძველი კალაპოტი 1960-იან წლებშია შეცვლილი და მას შემდეგ არსებულ კალაპოტში მოედინება

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციას „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია.

„ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო. სოციალურ ქსელსა და მედიაში აქტიურად ზიარდებოდა და განიხილებოდა სატელიტური ფოტო იმ კოტეჯების გამოსახულებით, რომლებიც სტიქიამ გაანადგურა და ინერგებოდა ნარატივი, რომ ბოლო პერიოდში ხდებოდა ე.წ. სასაკლაოს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა. რეალობა კი ის არის, რომ ეს კოტეჯები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით, როგორც ისინი სტიქიის დროს იყვნენ. ეს ყალბი ინფორმაციაც მალევე იქნა მხილებული, თუმცა რამდენიმე დღე კვლავ იყო შენარჩუნებული მედიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.