შალვა პაპუაშვილი - მთავრობას ევროკავშირის კითხვარის სწრაფად შევსება ვაცადოთ, კითხვარი არ არის განსაკუთრებული, შეგიძლიათ, სხვა ქვეყნების კითხვარებიც ნახოთ
შალვა პაპუაშვილი - მთავრობას ევროკავშირის კითხვარის სწრაფად შევსება ვაცადოთ, კითხვარი არ არის განსაკუთრებული, შეგიძლიათ, სხვა ქვეყნების კითხვარებიც ნახოთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის კითხვარზე მუშაობის პროცესი მთავრობის განსახორციელებელია.

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვარი არ არის განსაკუთრებული.

„ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის შესავსებად შემჭიდროებული ვადებია. ევროკავშირმა ნაბიჯი თავად გადმოდგა, რომ კითხვარი შემჭიდროებულ ვადებში შეადგინა და ამას იმით უნდა ვუპასუხოთ, რომ ასევე შემჭიდროებულ ვადებში ვუპასუხოთ ამ კითხვებს. შეიძლება, ვინმეს კითხვების რაოდენობა ბევრი ან ცოტა ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის მოცულობითი სამუშაო და მნიშვნელოვანია; მთავრობა მუშაობს სამუშაოზე; გასაგებია სურვილი, რომ ყველამ მუშაობის პროცესს ჩახედოს, მაგრამ ეს მუშაობის პროცესი მთავრობის განსახორციელებელია და მთავარია, ყველამ მხარი დავუჭიროთ, მთავრობას ვაცადოთ, კითხვარები სწრაფად შეავსოს. კითხვარში არ არის განსაკუთრებული. შეგიძლიათ, სხვა ქვეყნის კითხვარებიც ნახოთ. ეს არის შეფასება და პასუხები, რაც დაყრდნობილია საკანონმდებლო ჩარჩოს და იმ სისტემას, რაც არის. ეს არის ფაქტობრივი მონაცემები, რაც ქვეყანამ უნდა მიაწოდოს ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.