შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს, იმედია, საერთო კანდიდატზე შევჯერდებით
შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს, იმედია, საერთო კანდიდატზე შევჯერდებით

ჩვენთვის მთავარია, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესიონალი შეირჩეს. ვნახავთ, კანდიდატი ვინ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატზე შეჯერდებიან.

შალვაპაპუაშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან კარს მომდგარია არჩევნები, საჭიროა, კანდიდატის შერჩევის პროცესმა დროულად ჩაიაროს.

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არსებობს და პარტიებს შორის უნდობლობის გათვალისწინებით რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება რთულია. საარჩევნო რეფორმაზე მუშაობამ გარკვეული გამოცდილება შეგვძინა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების. იმედია, საერთო კანდიდატზე შევჯერდებით. განცხადება კარგმა კანდიდატებმა უნდა შეიტანონ, შემდეგ კარგი კანდიდატებიდან უკეთესი შეარჩიოს კომისიამ და პრეზიდენტმა, ამ ყველაფრიდან გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. წინ არის არჩევნები, რისთვისაც საჭიროა ამ პროცესმა დროულად ჩაიაროს“, – განაცხდა შალვა პაპუაშვილმა.