შალვა პაპუაშვილი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა
შალვა პაპუაშვილი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილის პოზიციას მისი მყისიერი ბულინგი მოჰყვა.

„ვნახეთ, სალომე სამადაშვილის პოზიციას როგორი იმწამიერი და მყისიერი ბულინგი მოჰყვა. მის მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მან ამოისუნთქა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. გუშინ დავინახეთ ის, რაც დიდი ხანია ვიცოდით. კერძოდ, ის, თუ ვინ არიან რადიკალები და ვინ – არა, ვინ დგას ევროპისა და საქართველოს მხარეს, ვინ დგას გაყოფის, შუღლისა და რუსეთის მხარეს. ეს დავინახეთ გუშინ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.