შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილი სტრასბურგში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს საკუთარ ემოციურ არამდგრადობას ავლენენ. მთავარი პრობლემაა, რომ ეს ძალადობა წაქეზებულია, მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომლებიც ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავენ. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს და ბრიუსელს, არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.