შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ პარტიებს, მანდატი მიიღონ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთონ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ პარტიებს, მანდატი მიიღონ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთონ

რეფორმა ძირითადად დაეფუძმება იმ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილი ყველა პარტიას მოუწოდებს, მიიღონ მანდატი და  სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთონ. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოხატონ და შესაძლო ხარვეზების  გამოსწორებაში მონაწილეობა მიიღონ.

„გარდა ამისა, გვინდა, ვთხოვოთ, სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომ წარმოადგინონ, სხვა დამატებითი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, შემჭიდროებული ვადები გვაქვს. გვინდა, პირველი მარტისთვის წავადგინოთ პროექტი. ამ ფორმატში ჩართულია საპარლამენტო ოპიზიცია და ამიტომ, ყველა იმ პარტიას, რომელიც დღემდე თავს იკავებს მანდატის მიღებაზე მოვუწოდებ, მანდატი მიიღონ და ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. თუ რაიმე შენიშვნა აქვთ, არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოხატონ პრეტენზიები და მონაწილეობა მიიღინ ამ შესაძლო ხარვეზების გამოსწორებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.