შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს, ასეთივე ძალისხმევითა და საშუალებებით აღმოფხვრან რეპუტაციული ზიანი, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს მიაყენეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გუშინდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უგუნური დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ კამპანიის მონაწილეებს, ისეთივე ძალისხმევითა და საშუალებებით აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც საქართველოსა და ქართველ ხალხს მიაყენეს. ეს ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და მომავალში რაიმე ნდობისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
After reckless disinformation campaign, I urge the campaigners to undo the reputational damage they inflicted to Georgia and its people with same vigor and means. This is the only way to obtain trust of the Georgian people and have some credibility in future. https://t.co/9I4QDkW3rP
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 13, 2023