შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა გააცნობიეროს, რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა გააცნობიეროს, რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება

მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფერი იყო ბორელის ვიზიტი. გარდა იმისა, რომ იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე შეხვედრები, ასევე იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრები. იცით, რომ დიდი დელეგაციით იყო ჩამოსული ევროკომისარი და ჩვენ, რა თქმა უნდა,  გვქონდა რეკომნდაციებზე საუბარი და მნიშვნელოვანი იდეები გავცვალეთ ერთმანეთთან, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს კიდევ ამ რეკომნდაციების შესასრულებლად. საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას და მეორე მხრივ, ველოდებით, რომ იყოს ჩვენი საქმიანობის შეფასება. ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ სამივე ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე, თუ სხვა ასეთ საკითხებზე და სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესაა გზავნილი არამარტო ქართველი ხალხისადმი, რაც რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას იწვევს ასეთი გადაწყვეტილებები, არამედ არის გზავნილი მათთვის, ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, თუ რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.