შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრებს სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრებს სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ ასეთი კომისიის წევრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებამ იცის, რომ მე ზუსტად იგივე კომისიას შევთავაზე მუშაობა, რომელი თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო შერჩეული. ამიტომ პერსონალური შერჩევა კომისიის, ხელახალი, არ დამიწყია. სამწუხარო არის, თუ არ მონაწილეობენ გასაუბრებაში, მაგრამ კომისია უფლებამოსილია, ჩვეულებრივად. მადლობას ვუხდი, რომ აგრძელებენ მუშაობას. ველოდები მათ გადაწყვეტილებას და შემოთავაზებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. ცხრაწევრიან შესარჩევ კომისიაში სამმა წევრმა, მათ შორის, პრეზიდენტის წარმომადგენელმა უფლებამოსილება შეიჩერა და კომისია ექვსი წევრით განაგრძობს მუშაობას.