შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადანაწილდება კომიტეტები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, მთავარია შეთანხმება
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადანაწილდება კომიტეტები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, მთავარია შეთანხმება

მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადანაწილდება კომიტეტები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, მთავარია შეთანხმება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, შეთანხმების მთავარი სულისკვეთება არის თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გაზიარება.

„შეთანხმება გულისხმობს არა რაიმე არითმეტიკას და თანამდებობების დაკავებას, არამედ მისი მთავარი სულისკვეთებაა თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გაზიარება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. როცა ამ სულისკვეთებას ყველა გაიზიარებს, შემდეგ არც თანამდებობის დათმობა იქნება რთული და არც გადაცემა. რომელი კომიტეტი გადანაწილდება, მეორეხარისხოვანია, მთავარია შეთანხმება. მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იყოს თანამშრომლობა. განათლების კომიტეტში ოპოზიცია წარმოდგენილია და უთანხმოება არ არის. ვინ იქნება პირველი თანასწორთა შორის, იმდენად გადამწყვეტი არ არის. მთავარია, კომიტეტის წევრები მოწადინებულნი იყვნენ ქვეყნისთვის მუშაობისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.