შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიასა და გიორგი კალანდარიშვილს
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიასა და გიორგი კალანდარიშვილს

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, რომელიც იყო პირდაპირ მბრალდებელი ქალბატონი თამარ ჟვანიასი, ახლა მაინც ბოდიში მოუხადეთ მას და გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება თავად არჩევნებს, ის შეფასდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ხაზგასმულმა უპრეცედენტოდ მშვიდად ჩავლილმა საარჩევნო დღემ აჩვენა, რომ ამ 100 მეტრიანმა რადიუსმა იმუშავა. რა თქმა უნდა იმუშავა 10 პროცენტიანი გადათვლის დანაწესმა და სწორედ ამის გამო არის, რომ ვერავინ ბედავს დღეს ილაპარაკოს ჩაყრებზე და ა.შ. გადაითვალა 360 უბანი. სტატისტიკა გამოქვეყნდება კვლავ, მაგრამ რაც გვაქვს პირველადი მონაცემები, რაიმე სერიოზული არაფერია. სხვათა შორის, ხმები თუ ვინმეს მოემატა, მე რამდენადაც ვიცი „ქართულ ოცნებას“ მოემატა, მათ შორის თბილისში. ასე რომ შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, 2020 წლის არჩევნები ხომ არ გადაგვეთვალა და იქ ხომ არ ვნახავდით „ქართული ოცნებისთვის“ დაკლებულ ხმებს. განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, უბნებს. მათ უცხოელმა დამკვირვებლებმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს, რომ ასე ორგანიზებულად ჩაატარეს ეს დღე და აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის სამწუხარო ფაქტი, რაც იყო დაკავშირებული ცესკო-ს დაკომპლექტებასთან, იმასთან, რომ ოპოზიციამ და მათ შორის არასამთავრობო სექტორმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. მინდა აქედან მას პირადად კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც გასწია ამ მცირე ხანში და ამ ორგანიზებულად ჩატარებული არჩევნებისთვის. 2020 წელს ქალბატონ თამარ ჟვანიას მიმართ ისმოდა ისეთი ბრალდებები – პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი, ყველანაირი და მაშინაც ვამბობდით, რომ ბოდიში მოეხადათ ქალბატონო თამარ ჟვანიასთვის.

ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ – გარდა იმისა, რომ მანამდეც საგამოძიებო კომისიის სხვა ფაქტებით დადასტურებული იყო, რომ ყველა ბრალდება ქალბატონი თამარის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი, ამ არჩევნებმაც დაადასტურა ეს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს ქალბატონი თამარი და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც იყო პირდაპირ მბრალდებელი ქალბატონი თამარის, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, ახლა მაინც ბოდიში მოუხადეთ ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც ბოდიში მოუხადეთ ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.