შალვა პაპუაშვილი - მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ პარლამენტებს შორის ურთიერთობა
შალვა პაპუაშვილი - მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ პარლამენტებს შორის ურთიერთობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საჰიბა გაფაროვასთან საუბარი ჰქონდა საპარლამენტო ურთიერთობებზე.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა, გვაქვს კომიტეტებს შორის და მეგობრობის ჯგუფებს შორის ძალიან ინტენსიური გაცვლა. ეს ჩემი საპასუხო ვიზიტია ბაქოში მას შემდეგ, რაც შარშან ჩემი კოლეგა იმყოფებოდა თბილისში.

დღეს გვქონდა საუბარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ პარლამენტებს შორის ურთიერთობა, ვიმუშაოთ თანამშრომლობის მემორანდუმზე პარლამენტებს შორის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დღეს კომიტეტებს შორის გვაქვს ჩვენ მემორანდუმები, ურთიერთობა, კულტურის, საგარეო კომიტეტებს შორის და გვქონდა საუბარი იმაზე, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება ერთიანი თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტებს შორის, რომელიც ყველა ამ სექტორს მოიცავს, ფორმატებს განსაზღვრავს და ამით მისცემს ჩარჩოს პარლამენტებს შორის ურთიერთობას.

ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ პარლამენტებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მხარს დაუჭერს და მოეხმარება იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, რომლებზეც აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის არის ხოლმე საუბარი, რისთვისაც საჭიროა, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რადგან ეს პროცედურები – საზღვრის კვეთა, ტვირთის გადატანა – იყოს როგორც პრაქტიკაში გამართული, ასევე სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.