შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას თავისი დასაბუთება ჰქონდა
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას თავისი დასაბუთება ჰქონდა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას თავისი დასაბუთება ჰქონდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ მეორე მხარეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იდგა, იუსტიციის სამინისტრომ კადრების გამოქვეყნება.

„ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ კადრების გასაჯაროება, მისი ტირაჟირება, შემლახველია სააკაშვილის პატივის და ამავე დროს, 24 საათი ამ კადრების ტირაჟირება მიდის სწორედ „ტვ პირველზე“, „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“. 24 საათის განმავლობაში, მეორე-მესამე კადრად ეს კადრებია და თავად ოპოზიცია ტირაჟირებს ამ კადრებს. თუ ოპოზიცია და ოპოზიციური მედია უფრთხილდებიან სააკაშვილის პატივს და ეს არ არის ფარისევლობა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ ტირაჟირებენ იგივე კადრებს? თუ მორალური პიედისტალიდან საუბრობენ, რომ ეს კადრები ლახავს ვინმეს პატივს? როგორც ჩანს, მედია ტირაჟირებს თავად ამ კადრებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.