შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ორივე მიმართვა არის შეურაცხმყოფელი იყო როგორც ჯარის, ასევე პოლიციის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ორივე მიმართვა არის შეურაცხმყოფელი იყო როგორც ჯარის, ასევე პოლიციის მიმართ

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოს.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადებაც და ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ჯარისკაცების მიმართ არის შეურაცხმყოფელი როგორც ჯარის, ასევე პოლიციის მიმართ.

ამასთან, როგორც პაპუაშვილი ამბობს, სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს, ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ვნახეთ ჯარისკაცების მიმართ, გუშინ იყო პოლიციელების მიმართ. ორივე შეურაცხმყოფელი მიმართვა იყო როგორც ჯარის, ასევე პოლიციის მიმართ – თითქოს ხდება ჯარისა და პოლიციის ინსტრუმენტალიზება, ეს არის შეურაცხყოფა თითოეული თანამშრომლის. ამის კვალობაზე მატერიალური დაპირებების გაცემა, ეს კიდევ ზედ დამატებული მეორე შეურაცხყოფაა. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს, ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. სამწუხაროა, რომ ერთვება. სხვათა შორის, კანონმდებლობას არღვევს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქის პირის მონაწილეობა ხდება აგიტაციასი. სამწუხაროა, რომ უცხოეთიდან ხდება ჩართვა შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.