შალვა პაპუაშვილი – მეორე დღეა, დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ

10:24, 11.04.2025

მეორე დღეა, დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.

„ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე „ენჯეომ“ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.

მეორე დღეა, რაც ამ „ენჯეოების“ დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე.

მეორე დღეა, ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ“, – წერს პაპუაშვილი.

მსგავსი