შალვა პაპუაშვილი - მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია, როგორც აქამდე იყო, ისევე იქნება ხვალაც
შალვა პაპუაშვილი - მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია, როგორც აქამდე იყო, ისევე იქნება ხვალაც

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი თავად მის ხელშია. როგორც აქამდე იყო, ასე იქნება ხვალ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მელია გირაოს გადახდას გადაწყვეტს, ცნობილია, რომ პროკურატურა მზად არის, სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

„იცით, რომ მთავარი პროკურატურა მზად არის, სასამართლოს მიმართოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, თუ ნიკა მელია გამოთქვამს მზაობას, რომ გირაო გადაიხადოს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მზადყოფნა დავაფიქსირეთ, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად ამნისტია გამოგვეცხადებინა 20 ივნისზე. თუმცა, ოპონენტებმა ისურვეს, რომ ეს მდგომარეობა ისე ყოფილიყო, როგორც არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.