შალვა პაპუაშვილი – მელიას ბრალი თუ დადასტურდება, აღმოჩნდება, რომ არის მოძალადე, თუმცა ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას

11:22, 28.04.2021

ნიკა მელიას ბრალი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა იმ წაყენებული ბრალით, რომელიც მას აქვს, არის მოძალადე, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა განმარტა, რომ ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას.

„მას სწორედ ძალადობაზე აქვს წაყენებული ბრალი, თუ დადასტურდება, აღმოჩნდება, რომ ის არის მოძალადე. თუ პარლამენტი მზად არის, აიტანოს, მოძალადე შემოვიდეს პარლამენტში, თუ მისი ბრალი დადასტურდება, მაშინ მან უნდა აიტანოს ბევრი რამ, როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ. ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი