შალვა პაპუაშვილი - მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს უფრო აქტიურ გამოყენებას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, შესასრულებლად რთული არ იქნება
შალვა პაპუაშვილი - მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს უფრო აქტიურ გამოყენებას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, შესასრულებლად რთული არ იქნება

მე-11 პუნქტი გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს უფრო აქტიურ გამოყენებას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში და შესაბამისი ცვლილებების მომზადებას. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება და როგორ შეიძლება ეს რეკომენდაცია კანონმდებლობაში აისახოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მე-11 პუნქტი შესასრულებლად რთული არ იქნება.

„როგორც იცით, გეგმის მიხედვით, პირველ სექტემბრამდე მოხდება ინიცირება ცვლილებების, ხოლო 18 ნოემბრამდე კანონპროექტის მიღება. ბევრი იდეაა და დამუშავება სჭირდება, რა როგორ იქნება. უფრო პრაქტიკის საკითხია, რომ პრაქტიკაში მოსამართლეებმა უფრო ინტენსიურად გამოიყენონ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად. მნიშვნელოვანია, პრაქტიკაში გაუმჯობესდეს წვდომა სასამართლო პრაქტიკაზე, მათ შორის ითარგმნოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მიეწოდოს იურიდიულ საზოგადოებას. სხვათაშორის, ამ მხრივ არის სტრუქტურები, მათ შორის უზენაეს სასამართლოშია სპეციალური განყოფილება, რომელიც მუშაობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებაზე, მის მიწოდებაზე მოსამართლეებისთვის. პრაქტიკის გაუმჯობესება შესაძლებელია და უნდა ვიმსჯელოთ, ეს როგორ შეიძლება საკანონმდებლო დონეზე აისახოს. მე-11 პუნქტი შესასრულებლად რთული არ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.