შალვა პაპუაშვილი - მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეოოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე, მათთვის მილიონ ასი ათასი ამომრჩეველი არავინ არის
მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეოოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე, მათთვის მილიონ ასი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა, არავინ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, „მიდის ქართველი ხალხის დაკომპლექსება, რომ თავი ვიგრძნოთ მეორეხარისხოვან ადამიანებად, ეს ყველაფერი ამას აჩვენებს“.
„მათთვის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არაფერი არ არის და მხოლოდ მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან ყველაფერი. ამას გვეუბნება დღეს, მათ შორის, გაფართოების საკითხში ევროკომისარი, რომლისთვისაც არჩევნები სულ ერთია, რომლისთვისაც ის მილიონ ასი ათასი ადამიანი არ არსებობს. მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეოოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.