შალვა პაპუაშვილი - მარია ბურიჩთან ვისაუბრე ევროსაბჭოსთან თანამშრომლობაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, მადლობა გადავუხადე, რომ თანამშრომლობით შეგვიძლია ინსტიტუტების გამყარება
შალვა პაპუაშვილი - მარია ბურიჩთან ვისაუბრე ევროსაბჭოსთან თანამშრომლობაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, მადლობა გადავუხადე, რომ თანამშრომლობით შეგვიძლია ინსტიტუტების გამყარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრაზე ევროსაბჭოსთან თანამშრომლობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ბურიჩს მადლობა გადაუხადა, რომ ევროსაბჭო, ვენეციის კომისიის მეშვეობით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გვეხმარება.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა, შესაძლებლობა, მემასპინძლა ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის. საუბარი მქონდა ევროსაბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე. ჩვენი წევრობის პირველივე დღიდან ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში და ბევრი წინსვლა საქართველოსი განპირობებულია სწორედ მისი დახმარებით. ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად იცის ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ამ მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისია იქნება თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მადლობა გადავუხადე მას იმისთვის, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრობით და მასთან თანამშრომლობით შეგვიძლია ჩვენი ინსტიტუტების გამყარება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, სადაც ასევე ევროსაბჭო, ვენეციის კომისიის მეშვეობით, არის ჩვენ გვერდით და გვეხმარება, ამისთვისაც მადლობა გადავუხადე. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.