შალვა პაპუაშვილი – მამაცი, გაბედული და თავდადებული ქართველი დიპლომატების წყალობით, საქართველოს დროშა კიევში ყოველთვის მაღლა ფრიალებდა, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უკრაინაში საქართველოს საელჩოს შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
პაპუაშვილის თქმით, მამაცი ქართველი დიპლომატების წყალობით კიევში საქართველოს დროშა ყველაზე სახიფათო დღეებშიც ფრიალებდა.
„მამაცი, გაბედული და თავდადებული ქართველი დიპლომატების წყალობით, საქართველოს დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა კიევში, საქართველოს საელჩოს წინ, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი. თქვენი უშიშარი ძალისხმევა ძალიან დასაფასებელია“, – დაწერა „ტვიტერზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელაგაციასთან ერთად უკრაინაში იმყოფება.
Thanks to courageous, daring and dedicated Georgian diplomats, a Georgian flag was always flying high in front of 🇬🇪’s embassy in #Kyiv 🇺🇦even in the most dangerous days. Your fearless efforts are much appreciated. @Geo_Emb_to_Ukr pic.twitter.com/vGWE9vpNVh
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 17, 2022