შალვა პაპუაშვილი მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებას ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას უწოდებს

17:39, 26.05.2025

სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებას ეხმაურება.

მაკრონი, ტუსკი და მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქვეყნებენ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

მსგავსი