შალვა პაპუაშვილი - მაისში გვიწევს ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაგზავნა, ევროკავშირის კომისია ივნისში აპირებს, რომ თავისი დასკვნა წარმოადგინოს
შალვა პაპუაშვილი - მაისში გვიწევს ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაგზავნა, ევროკავშირის კომისია ივნისში აპირებს, რომ თავისი დასკვნა წარმოადგინოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გაგზავნა მაისში უწევს.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, შექმნილი საბჭო, რომელიც კითხვარზე შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, კითხვები საჯაროა და მსურველებს მისი ნახვა შეუძლიათ.

კითხვართან დაკავშირებით ვადებს რაც შეეხება, ერთი თვე არის ვადა შესავსებად და ამ ვადებს მიჰყვებიან შესაბამისი უწყებები, როგორც მოხდა გადანაწილება. იცით, რომ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს საბჭოს, სადაც წარმოდგენილია ყველა უწყება, მოხდა გადანაწილება უწყებებს შორის საკითხების მიხედვით. გარდა ამისა, ჩვენ ველით კითხვარის მეორე ნაწილს აქაც შესაბამისად ვადებიც სხვა იქნება. ივნისში აპირებს ევროკავშირის კომისია, რომ თავისი დასკვნა წარმოადგინოს. ამიტომ, უნდა ავეწყოთ ისე, რომ როცა კომისიას ექნება საკუთარი დასკვნა გამოსატანი, ეს ყველაფერი წარდგენილი იყოს. დაახლოებით უწევს მაისის შუა რიცხვები პასუხების გასაგზავნად. რაც შეეხება ჩართულობას, კომიტეტები არიან ჩართულნი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი აკოორდინირებს ამ საკითხს, რომ შეივსოს ეს კითხვარები. ყველამ ნახეთ კითხვარი რაც არის. არის ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოსი, საერთოდ არ არის კითხვები, რომელიც შეფასებითი კატეგორიის არის. იქ არასწორი პასუხი ვერ იქნება, ვინაიდან დაფუძნებული არის ფაქტობრივ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მონაცემებს. ამიტომ, არსებობს საბჭო, რომლის გადაწყვეტილებით მოხდა გასაჯაროება. იცით რომ კითხვარის გასაჯაროება სავალდებულო არ არის, მათ შორის არც უკრაინას და არც მოლდოვას არ გაუსაჯაროებია. რაც მოვიძიეთ, ერთი ორი ქვეყანა იყო თუ არ ვცდები ბოსნია, რომლის კითხვარის ინტერნეტში მოძიება შეიძლება. ძირითადად არავის არ უჩნდება ისეთი კითხვები, ვინ როგორ შეავსებს. ნახეთ გასაჯაროვდა, დიდად მსურველი ვერ ვნახე ამ კითხვარის შევსების, ისევ მთავრობას და შესაბამის სტურუქტურებს მოუწევთ ამ რუტინული სამუშაოს შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილი.