შალვა პაპუაშვილი - მადლობა საპარლამენტო ჟურნალისტებს, 21-ე საუკუნეში სიტყვასა და გამოსახულებას დიდი ძალა აქვს, გისურვებთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყროთ ამ ძალას
შალვა პაპუაშვილი - მადლობა საპარლამენტო ჟურნალისტებს, 21-ე საუკუნეში სიტყვასა და გამოსახულებას დიდი ძალა აქვს, გისურვებთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყროთ ამ ძალას

21-ე საუკუნეში სიტყვას და გამოსახულებას დიდი ძალა აქვს; გისურვებთ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყროთ ამ ძალას, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ჟურნალისტებს. 21-ე საუკუნეში სიტყვას და გამოსახულებას დიდი ძალა აქვს. გისურვებთ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყროთ ამ ძალას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.