შალვა პაპუაშვილი - მადლობა პოლიციას, რომელმაც გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ პროვოცირებას, ძალადობრივ ქმედებებს, რაზეც რეაგირება იყო პროპორციული
შალვა პაპუაშვილი - მადლობა პოლიციას, რომელმაც გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ პროვოცირებას, ძალადობრივ ქმედებებს, რაზეც რეაგირება იყო პროპორციული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომლებმაც აქციების მიმდინარეობისას პროფესიონალურად იმოქმედეს, უზრუნველყვეს გამოხატვის თავისუფლება და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელმაც უზრუნველყო, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება. ასევე, ჩვენ ვხედავდით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობდნენ როგორც პოლიციის პროვოცირებას, ისე სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას, აქაც პროპორციული რეაგირება იყო და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. სწორედ ამიტომაც არის, რომ პოლიცია ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საზოგადოებისგან ნდობის მხრივ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მომავალშიც პოლიციასთან ითანამშრომლოს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.