შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, მალე დაინერგოს გამჭვირვალობის სტანდარტები ევროპარლამენტშიც, რათა ქართულმა საზოგადოებამ ნახოს ლობისტები, რომლებიც სტატიების უკან დგანან
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, მალე დაინერგოს გამჭვირვალობის სტანდარტები ევროპარლამენტშიც, რათა ქართულმა საზოგადოებამ ნახოს ლობისტები, რომლებიც სტატიების უკან დგანან

ლობისტები არათუ სტატიებში აკეთებენ ჩანაწერებს, მათ დაწერეს რეზოლუცია, შეატანინეს ევროპარლამენტარებს პარლამენტში და მიაღებინეს. ეს სამწუხარო რეალობაა და ტიპური მაგალითია, როგორ მოქმედებს კორუფცია პოლიტიკაში ლობისტების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტშიც მალე დაინერგოს გამჭვირვალობის სტანდარტები, რათა ქართულმა საზოგადოებამ ნახოს ლობისტები, რომლებიც სტატიების უკან დგანან.

„კარგია, რომ აშშ-ში მოქმედებს „რუსული კანონი“. ცოტა ხანში გამოქვეყნდება შემდეგი ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ ამოვიკითხავთ ამ მედიასაშუალებებს, ავტორებს და ვნახავთ, რამდენია გადახდილი ასეთ სტატიებში. ეს ტიპური მაგალითია, როგორ მოქმედებს კორუფცია პოლიტიკაში ლობისტების მეშვეობით. არათუ სტატიებში ახვედრებენ ასეთ ჩანაწერებს, ვიცით, რომ ლობისტებმა დაწერეს რეზოლუცია, შეატანინეს ევროპარლამენტარებს პარლამენტში და მიაღებინეს. ეს სამწუხარო რეალობაა. კარგია, რომ ამერიკაში მოქმედებს ეს „რუსული კანონი“ და გვაქვს ხოლმე ასეთი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტშიც მალე დაინერგოს გამჭვირვალობის ასეთი სტანდარტები, რათა ქართულმა საზოგადოებამ ნახოს ხოლმე ლობისტები, რომლებიც ამ სტატიების უკან დგანან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.