შალვა პაპუაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს შეხვდა

პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლისაბონის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.

შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა; ისაუბრა რეგიონის პოტენციალზე ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის, ენერგორესურსების ტრანზიტისა და ვაჭრობის მიმართულებებით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.