შალვა პაპუაშვილი - ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ქვეყნის პოზიცია და ცალკე, ერთი დეპუტატის სამწუხარო მიდგომაა
შალვა პაპუაშვილი - ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ქვეყნის პოზიცია და ცალკე, ერთი დეპუტატის სამწუხარო მიდგომაა

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის პოზიცია და ეს ცალკე, ერთი დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომაა, რაც ნამდვილად არ ემსახურება მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ​გიტანას ნაუსედამ სათანადოდ შეაფასა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის პირად ომს აწარმოებს ივანიშვილთან, „ქართულ ოცნებასთან“, ქართულ ხელისუფლებასთან, და კარგია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა ეს განცხადება სათანადოდ შეაფასა. გიტანას ნაუსედას თქმით, ეს არ არის ლიეტუვის პოზიცია და ცალკე, ერთი დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომაა, რაც ნამდვილად არ ემსახურება მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის. იმედი მაქვს, რომ ლიეტუვის სეიმიც გამოეხმაურება მისი წევრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს, ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.