შალვა პაპუაშვილი – ALDE-მ ან უნდა აიძულოს „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს საკუთარი რიგებიდან, სხვა შემთხვევაში თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება
ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.