შალვა პაპუაშვილი - ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, ის არამხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, ასევე დაუვიწყარი როლი შექმნა კინოშედევრში „ხარება და გოგია“ 
შალვა პაპუაშვილი - ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, ის არამხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, ასევე დაუვიწყარი როლი შექმნა კინოშედევრში „ხარება და გოგია“ 

ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა, ლევან თედიაშვილმა დაგვტოვა. ბატონი ლევანი არა მხოლოდ ლეგენდარული სპორტსმენი იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების 10 ფინალი მოიგო, არამედ გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომლის მიმართ თაობებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ. მან, ასევე, დაუვიწყარი როლი შექმნა გიორგი შენგელაიას კინოშედევრში „ხარება და გოგია“, რომელიც ქართველმა მაყურებელმა მალევე შეიყვარა. მან შექმნა ქართველი ვაჟკაცი კაცის სახე, სადაც გაერთიანებული იყო თავდადება, მეგობრობა და სიმართლისათვის ბრძოლა. ლევან თედიაშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას და მთლიანად საქართველოს“, – წერს პაპუაშვილი.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.