შალვა პაპუაშვილი - ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები სპეკულაცია და მანიპულაციაა
შალვა პაპუაშვილი - ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები სპეკულაცია და მანიპულაციაა

2008 წელს საქართველოში სამხედრო აგრესია იყო განხორციელებული, როცა უკრაინული არმია, რუსულ გვარდიასთან ერთად, 2010 წლის 9 მაისს აღნიშნავდა, ამიტომ არ მგონია, რომ უკრაინა-საქართველოს შედარება ისტორიულ ჭრილში საქართველოს ისტორიის საზიანოდ იყოს რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ლევან დავითაშვილი ვახშამს დაესწრო, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია.

„რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველო და, სხვათა შორის, ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამიტომ ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია. სხვათა შორის, თუ კარგად გახსოვთ, რუსეთი გაერო-ს წევრია და იქაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.