შალვა პაპუაშვილი - „ლელომ” პროცესში თავი დაგვანახა, როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ
შალვა პაპუაშვილი - „ლელომ” პროცესში თავი დაგვანახა, როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ

„ლელომ” მთელ ამ პროცესში თავი დაგვანახა, როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ. ეს კვლევებითაც გამოჩნდა, როცა მათი სამი პროცენტი ერთ პროცენტამდე ჩამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება იმ სულისკვეთებით უნდა შესრულდეს, როგორც მას მოეწერა ხელი.

„განსაკუთრებით, ეს გასაკვირია საბანკო ბიზნესიდან წამოსული ხალხისგან. ასეთი უდიერი მოპყრობა საკუთარი სიტყვისა და ხელმოწერის მიმართ მოსალოდნელი არ იყო. ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას ასე ქარაფშუტულად ეპყრობიან – შეთანხმებაზე რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს, მეორე დღესვე დაიწყეს ხან ერთი, ხან მეორე პოზიციის გაჟღერება, რაც არასერიოზულია. შეთანხმება იმ სულისკვეთებით უნდა შესრულდეს, როგორც მას მოეწერა ხელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი