შალვა პაპუაშვილი - „ლელო“, როგორც რაღაც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი, მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი, რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში
შალვა პაპუაშვილი - „ლელო“, როგორც რაღაც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი, მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი, რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში

ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდნენ, თავისი ამომრჩევლების ნახევარი დაკარგეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ლელოს“ საქმიანობა არის ცინიზმის პიკი.

„ლელო“, როგორც რაღაც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი. ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე. ადამიანები, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მხილებული არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზ; ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორები, გველაპარაკებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობაზე. ამაზე მეტად უტიფარი წარმონაქმნი, როგორიც არის „ლელო“, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. რთულია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდნენ, თავისი ამომრჩევლების ნახევარი დაკარგეს. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა, რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.