შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ ბოიკოტს როცა უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, ევროკავშირის რეზიდენციაში მათ კარს უხსნიან, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში
შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ ბოიკოტს როცა უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, ევროკავშირის რეზიდენციაში მათ კარს უხსნიან, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში

სამწუხაროა, რომ „ლელო“ ბოიკოტს როცა უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. სამწუხაროა, რომ „ლელო“ როცა ბოიკოტშია საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან. ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, უცხოელი პარტნიორები რაც შეიძლება მკაფიოები იყვნენ ამ დროს.  რადიკალიზმს ვინც ახალისებს, მათი სალონურ წესში მიღება და მათთან საუბარი არ შეიძლება. ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვახსოვს, როდესაც „გირჩმა“ მანდატები დატოვა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, სამწუხაროდ, მათ ხალიჩებს უშლიდნენ ზოგიერთ კაბინეტში, რაც ახალისებს რადიკალიზმს. დარწმუნებული ვარ, „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული, რადგან  ჩათვლის, რომ რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის და გააგრძელებს ასეთ საქციელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას არ ესწრება პარტია „ლელო“.